“ვერ ვიტყვი, რომ ეს 10 წელი ზეწოლას მხოლოდ ოსური მთავრობის მხრიდან ვგრძნობდი, ხშირად ცხოვრება დაძაბულია საქართველოს მთავრობის გამოც»

2018-05-01 15:30:09
761

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც უკვე თითქმის ათი წელია, სოციალური ქსელისა და მედიასთან თანამშრომლობის მეშვეობით ოკუპირებული რაიონის პრობლემებს გვატყობინებს, ორ ძალზე საპატიო პრემიაზეა წარდგენილი: გაეროს პრემიაზე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასა და ხელშეწყობაშეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, და ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიაზე, რომელსაც ხშირად ევროპარლამენტის სახაროვის პრემიას ადარებენ.

თუ თამარის კანდიდატურა ორი პრესტიჟული პრემიის ნომინაციაზე კონკურსს გაივლის, 2018 წლის ოქტომბერში მას პრაღაში ვიხილავთ, დაჯილდოების ცერემონიაზე, ხოლო 10 დეკემბერს – ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში.

მთელი ამ 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში თამარი ადგილზე დევნას განიცდიდა, რომელიც ბოლო დროს მხოლოდ გამძაფრდა.

პირველი, რაც ამ პრემიებზე წარდგენის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ გავიფიქრე, ის იყო, ახლა ჩემს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე არ აღძრან-მეთქი. ისე კი, რა თქმა უნდა, მახარებს ესოდენი ნდობა და დაფასება. როგორც მითხრეს, რეკომენდატორად არა ერთი რომელიმე ორგანიზაცია გამოვიდა, არამედ ერთდროულად რამდენიმე ძალზე ძლიერი და გავლენიანი ორგანიზაცია. ასეთი განვითარება ჰპოვა ამ ისტორია, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო [სასამართლო პროცესი დე ფაქტო ხელისუფლების მმართველ პარტიასთან, რომელიც თამარს ცილისწამებაში ადანაშაულებს]. ომის შემდეგ თითქმის ათი წლის განმავლობაში აქ დაძაბულობაში ვცხოვრობ. და არა მარტო ოსური მხარის გამო. ხშირად ცხოვრება დძაბულია საქართველოს მთავრობის გამოც. ვერ ვიტყვი, რომ მთელი ეს წლები ზეწოლას მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან ვგრძნობდი» - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

ერთ-ერთი, ვინც ნომინირებაზე თამარ მეარაყიშვილის წარდგენის რეკომენდაცია გასცა, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაა.

«რისკავს რა საკუთარი ჯანმრთელობითა და სიცოცხლით, სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი აგრძელებს ახალგორის ოკუპირებულ რეგიონში ადამიანისნ უფლებათა კუთხით არსებული მძიმ ვითარების, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ამ უფლებების დარღვევის შემთხვევების გაშუქებას. 2017 წელს იგი ორჯერ დააკავეს, ამჟამად კი მის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული. თამარ მეარაყიშვილს ჩამოართვეს საბუთები, პირადობის მოწმობა, ამდენად, ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, სამკურნალოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდეს. თამარ მეარაყიშვილის მიმართ საქმეები მის გასაჩუმებლად და მის მიერ მშობლიური ქალაქის დასატოვებლად არის გამიზნული» - თვლის სახალხო დამცველი.

«ვიცი, ახლა წამოვა პრეტენზიები, “რატომ საქართველოს სახალხო დამცველიო?”. მაგრამ არ ვიქნები წინააღმდეგი, სამხრეთ ოსეთის ომბუდსმენმა თუნდაც სასამართლო პროცესების კუთხით და ჩემზე ზეწოლის დროს გამიწიოს თანადგომა. 9 თვის წინ, როცა ჩემს წინააღმდეგ სასამართლო საქმე აღძრეს, ის ჩამოსული იყო, თუმცა მას შემდეგ თითქმის აღარაფერზე მოუხდენია რეაგირება და არ ჩარეულა. არადა, ჩემი უფლებები აქ ყოველდღიურად ირღვევა, 2007 წელს კი სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინა. როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა, მთელს მსოფლიოში, ტველას შეუძლია მათ დაცვას დაუჭიროს მხარი და საკუთარი განცხადება გაავრცელოს» - ამბობს ამასთან დაკავშირებით თამარ მეარაყიშვილი.

Эхо Кавказа”-სთან საუბარში იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში პრობლემად და პრეტენზიების საბაბად იქცევა არა ის ხალხი, რომელმაც ის პრემიებზე წარადგინა:

«რუსეთის ომბუდსმენსაც რომ წარვედგინე პრემიაზე, პრეტენზიები დარჩებოდა. ეს მეტისმეტად ძლიერი და სერიოზული პრემიებია, რაც, თავისთავად, შეიძლება, ბევრს არ მოეწონოს» (https://www.ekhokavkaza.com/a/29201063.html).

2012 წლიდან თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე აქტიურობს. მას ასობით გამომწერი ჰყავს, მის პუბლიკაციებზე რეაგირებენ, ეს კი ყოველთვის პოპულარობის მაჩვენებელია. ზოგი ლანძღავს, შეურაცხყფას აყენებს, ემუქრება კიდეც, ზოგი თანაუგრძნობს. მაგრამ ჯამში, თამარმა მაინც წარმატებით დაიკავა თავისუფალი ნიშა: ის გვიყვება ახალგორის რაიონის ყველა პრობლემისა და მიღწევის შესახებ. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სამი დე ფაქტო პრეზიდენტი გამოიცვალა და არც ერთ ახალ “ხელისუფლებას” არ გაუშვია ხელიდან შანსი, თამართან ეომა. თუმცა ქალბატონს ეს არ აჩერებს:

«ვფიქრობ, სწორედ ის უნდათ, რომ წერა შევწყვიტო. ახლა ამას მით უმეტეს ვერ გავაკეთებ. მაგალითად, ხელიდან არ ვუშვებ შესაძლებლობას, ყოველი თვის 16 რიცხვში, როდესაც ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრვიდან მორიგი ვადა სრულდება, დავწერო ტექსტი. და სანამ ჩემს დევნას არ შეწყვეტენ, მუდმივად გამოვიყენებ ჩემს უფლებას აზრის თავისუფლად გამოხატვაზე. […] თუნდაც უშუალოდ მე არ მეხებოდეს რამე, არ შემიძლია, აქ ადამიანების პრობლემებს გვერდიდან ვუყურო და თავი ისე დავიჭირო, თითქოს არაფერი ხდებოდეს. ეს სრულიად უუფლებო ხალხია. მათმა უმრავლესობამ შესაძლოა, არც იცოდეს საკუთარი უფლებები, დაავიწყდათ სიტყვა”უფლება”. ვხედავ, რომ “Эхо Кавказа”-ს მცირე კომენტარიც რომ მივცე, ჩნდება ჩვენი პრობლემისადმი, ჩვენი რაიონისა და აქაურებისადმი ყურადღება. ხელისუფლება ცდება, რომ ფიქრობს, რომ ჩემნაირები გარიყულებად იქცევიან: მე თანასოფლელების მხარდაჭერის წყალობით ვცხოვრობ. მაგალითად, ჩემთვის პროდუქტის ფასები სულ სხვაგვარია, ვიდრე სხვებისთვის. გამყიდველები მეუბნებიან: გვეცოდები, შენ ვერ გადიხარო. ბევრი მოდის და მთხოვს, მათი პრობლემები გავახმოვანო, ან უბრალოდ გზა მივასწავლო იქით, სადაც შეუძლიათ, მათი პრობლემების გადაჭრა ეძიონ. არის თანაგრძნობა. ეს აქტივობა იმითაც დამეხმარა, რომ ქუჩაში შეურაცხყოფას აღარ მაყენებენ, რადგან იციან, რომ ამის შესახებ ყოველთვის ვიტყვი. ყველას ვურჩევ და ისინიც მიეჩვივნენ, რომ თუ არსებობს პრეტენზიები, არსებობს პროკურატურა, სასამართლო და ყველაფერს ცივილიზებულად უნდა ვარკვევდეთ».

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"