პრეზიდენტი – ქალის სასტიკ მკვლელობაზე: „შეძრწუნებულები ვართ შეცდომით, რომელიც დავუშვით“

2018-04-16 15:21:09
817

შეძრწუნებულები ვართ როგორც მოვლენით, ისე შეცდომით, რომელიც დავუშვით...საზოგადოებას ლეგიტიმურად გაუჩნდა კითხვები – ითხოვს ახსნას ამ მოვლენის,– ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ამ შემთხვევაში ყველა კითხვას ვუპასუხოთ. თანმიმდევრულად მივყვები –  2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა (მაშინ მსჯავრდებულმა) ძალადობის აქტი ჩაიდინა მეუღლის მიმართ. მაშინ ეს ადამიანი დაპატიმრებული არ იყო, მხოლოდ 4 თვენახევრის შემდეგ ჩადენილი ავარიის გამო დააკავეს და ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი. ერთხელ უარყოფილ იქნა მისი თხოვნა. მეორე მიმართვის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი შევიდა შეწყალების კომისიაში. აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა – ადმინისტრაციის, სამედიცინო, სოცმუშაკის... მსჯავრდებულის აღიარება და აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. დოკუმენტებს თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე (პრეზიდენტი არ აზუსტებს რომელ ოჯახზეა საუბარი). მაშინ კომისიამ მე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომმართა სრულად გათავისუფლების თაობაზე. მე სასჯელი გავანახევრე. მიუხედავად იმისა, რომ 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ის კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს, თუმცა ეს მორალურ ტვირთს არ გვიმსუბუქებს“

პრეზიდენტს კითხვა აქვს, რატომ არ იყო შეწყალების კომისიაში შესაბამისი ინფორმაცია, რის საფუძველზე ეთქვა უარი ვეფხია ბაქრაძეს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 6–ჯერ.

„რაღაც ინფორმაცია დაგკალდა, ეს ფაქტია, ბოლომდე ვეღარ ვენდობით დასკვნებს, ეს ფაქტია,  და მექანიზმები, რომ უნდა შევიმუშაოთ, ესეც ფაქტია, ამიტომ ვიწყებთ კონსულტაციებს არა მხოლოდ ხელისუფლებასთან, არამედ არასამთავრობოებთანაც...“