დეპუტატებმა მეზობელი სუფრის წევრებთან იჩხუბეს

2018-03-13 19:04:13
530

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ სარბევში, რესტორან "წინა ველში" ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბაღდათის საკრებულოს წევრებმა სხვა სუფრის წევრებთან იჩხუბეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მოქალაქე დაცვის პოლიციის თანამშრომელია. მას თავში მინის ჭურჭელი ჩაარტყეს. რესტორნის თანამშრომელთა თქმით, ჩხუბი ეზოში გაგრძელდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგაზე ინციდენტს არ უარყოფს, თუმცა ჩხუბის მიზეზს არ ასახელებს. 

"ინციდენტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, უბრალოდ არ მესმის, ამდენ დროს რატომ უთმობთ ამ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება და ვერაფერს ვიტყვი",– განაცხადა გიორგაძემ.

ფაქტზე გამოძიება სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით არის აღძრული..