ტოქსიკური რუსული ვაფლი „яшкино“ თბილისში კვლავინდებურად თავისუფლად იყიდება

2018-03-08 14:53:55
4668

რუსული წარმოების ვაფლი  „яшкино“, რომელშიც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიდან მიღებული კვლევის შედეგების თანახმად, ტრანსცხიმების ოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება დადგენილ ნორმას, თბილისში კვლავინდებურად თავისუფლად იყიდება.

 „აქცენტის“ კორესსპონდენტი დღეს ამ პროდუქტს ჭავჭავაძის გამზირსა და თამარაშვილის ქუჩებზე მდებარე რამდენიმე სავაჭრო ობიექტებში გადააწყდა.

როგორც გამყიდველები აცხადებენ, „яшкино“–ზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, მათ ამ პროდუქტის მავნებლობის შესახებ არაფერი სმენიათ, ვაფლის მორიგი პარტია ჩვეულებრივად მიიღეს და მასზე მოთხოვნა კვლავინდებურად საკმაოდ მაღალია.

შეგახსენებთ, რომ „პრაიმტაიმმა“„яшкино“–ს მავნებლობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. „პრაიმტაიმმა“სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას მიმართა, ლაბორატორიიდან მიღებული კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ჩვენს მიერ გამოსაკვლევად წარდგენილი ორი სახეობის ვაფლიდან ორივეში ტრანსცხიმების ოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება დადგენილ ნორმას. კერძოდ, ორივე ნიმუშში ტრანსცხიმების მაჩვენებელი შეადგენს 5,31+0,15=5,46. ანუ კვლევით დადგინდა, რომ ვაფლი, რომელსაც საქართველოში საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, სხვადასხვა მძიმე დაავადების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს, რამეთუ ხელოვნური ტრანსცხიმების შემცველობა დასაშვებ 2 პროცენტს დაახლოებით 3-ჯერ აჭარბებს. ( http://accent.com.ge/ge/news/details/48169 ).