მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს

2018-02-13 09:54:12
527

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ გამოცემა "Bild" იუწყება

„კიევის კაფეში მე თავს ნიღბიანები დამესხნენ, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ. შემდეგ მათ კერძო თვითმფრინავით გადამიყვანეს პოლონეთში. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენო დგას. თუ ევროკავშირი, კერძოდ კი ანგელა მერკელი არაფერს იღონებს, უკრაინა ჩაიძირება. პოროშენკო ქვეყანას ანგრევს და უნდა თავიდან მომიშოროს, რადგანაც მე მას კორუფციაში ვამხელ", -განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის:უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა  მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" დააკავა. მოგვიანებით საქართველოს ექს–პრეზიდენტი პოლონეთში გაამგზავრეს. 

როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"– თან საუბარში განაცხადა, მისი ექსტრადირება საქართველოში ვერ შეძლეს.

"ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა და მე არ მესმის, როგორ უთმენთ აქამდე. რა უნდა ამ კაცს, ეშინია ჩემი, თორემ რამის თავი რომ ჰქონდეს, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში გადმოცემაზე. არაფრის თავი არ აქვთ, არიან მხდალები, არიან მატყუარები, არიან ფლიდები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.