მიხეილ სააკაშვილი ვარშავაშია

2018-02-12 20:24:48
385

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკვე ვარშავაშია. მისი თანაგუნდელის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, ამის შესახებ მას თავად მიხეილ სააკაშვილმა აცნობა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რამდენიმე საათის წინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში რეადმისია უკრაინის კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.