ხვალიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

2018-02-10 19:31:27
558

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი - თოვლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 და 12 თებერვალს დასავლეთ საქართველოს რიგ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში - ქარბუქი, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.