რუსეთისა და სომხეთის წარმომადგენლებმა აფხაზეთის რკინიგზის გასხნაზე იმსჯელეს

2018-02-09 13:40:14
1795

“სომხეთსა და რუსეთს შორის აფხაზეთისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით პირდაპირი სარკინიგზო კავშირის აღდგენა ერევნისა და მოსკოვის ეკონომიკურ ინტერესებს პასუხობს და, გარდა ამისა, ორი ქვეყნის პოლიტიკურ კავშირებსაც განამტკიცებს“, – სომხეთ – რუსეთის ურთიერთქმედების ამ და სხვა პერსპექტივებზე «Парламентская газета»–ს სპეცპროექტის „ეროვნული გარემოს“ («Национальная среда» ) სტუმრებმა ისაუბრეს შეხვედრაზე, რომლის სპიკერი რუსეთში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვარდან ტოგანიანი გახლდათ.

„მოსკოვი და ერევანი მთელი მსოფლიოს წინაშე კეთილმეზობრული ურთიერთობების მაგალითის დემონსტრირებას ახდენენ, – ურთიერთობებისა, რომლის დღის წესრიგში გლობალური პრობლემები არ არის.  არც პოლიტიკურ არენაზე, არც რეალურ ცხოვრებაში [...] ჩვენ ვალდებულები ვართ, სულ მცირე, შევინარჩუნოთ მსგავსი ურთიერთობები, გავითვალისწინოთ ჩვენი ისტორიული გამოცდილებაც და თანამედროვე რეალობაც. ამ კონტექსტში აუცლებლად უნდა გავითვალისწინოთ სამხერო–პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობა“, – განაცხადა შეხვედრაზე ტოგანიანმა.

თემა რუსეთის სახელმწიფო სათათაბიროს  კონტროლისა და რეგლამენტის კომეიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოლეგ ნილოვმა განაგრძო და გამოვიდა წინადადებით, ტოგანიანის მიერ ნახსენები თანამშრომლობის გაღრმავება რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით დაიწყოს:

„იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთსა და საქრთველოს ნორმალური ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ, ამ პროექტის რეალიზება დიდწილად თბილისისა და ერევნის დიპლომატიურ ძალისხმევაზეა დამოკიდებული, ძალზე მნიშვნელოვანია ეს რკინიგზა არავითარ შემთხვევაში არ იწვწვედეს ქართულ მხარეში შიშებს. მაგალითად, რუსული მატარებლები კალინინგრადამდე უკვე დიდი ხანია, ლიტვის გავლით დადიან და ეს – მიუხედავად ბალტიისპირეთის ამ ქვეყანასთან საკმაოდ რთული ურთიერთობებისა. ეშელონები გაუჩერებლად გადაადილდებიან, ვაგონები დალუქულია. ანალოგიური სქემა შეიძლება, გამოვიყენოთ აფხაზეთის რკინიგზის შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ინვესტიცია ამ პროექტში სწრაფად ანაზღაურდება“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა დაამატა, რომ რუსეთიდან მომავალი რკინიგზა ცენტრალური აზიის ქვეყნების ინტერესებსაც მოემსახურება:

„მხოლოდ ცალკე აღებული სომხეთი ამ ეკონომიკური პროექტის ბენეფეციარი ვერ იქნება, თუმცა მსგავსი გეგმის განხორციელება ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ შემადგენელს გააძლიერებდა. შესაბამისად, ამ იდეას სრულად ვუჭერთ მხარს“, – აღნიშნა ტოგანიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხური და რუსული მხარეები ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ლობირებდნენ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას. მოსკოვი ცდილობს, ეს საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს გაფორმებულ „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ ხელშეკრულების თემას მიაბას.