აფხაზეთში განთავსებულ რუსულ ბაზაზე ახალი სამხედრო ტექნიკა მიიღეს

2018-01-13 00:50:16
662

ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებული სამხრეთის სამხედრო ოლქის რუსული ბაზის ქვედანაყოფებმა 100 ერთეული ახალი და მოდერნიზებული ტექნიკა, თანამედროვე ტანკები - Т-72Б3 და ჯავშანტრანსპორტიორები - БТР-82А მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას Apsny Life-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსული ბაზის ქვედანაყოფებმა რადიოელექტრონული ბრძოლის უახლესი სისტემები და სადაზვერვო კომპლექსები მიიღეს.