სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში: ყოფილმა ქმარმა ქალს 14 ჭრილობა მიაყენა

2018-01-12 21:38:57
536

 

32 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა – 4 საზარდულის, 10 მუცლის არეში მიაყენა. 2 მცირეწლოვანი შვილის დედა რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევა თბილისში წმინდა ბარბარეს უბანში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი ქალის მეგობარი მამაკაციც გახდა, რომელიც ასევე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.  

ბრალდებული 40 წლამდე მამაკაცი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკვეს. დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა. ახალგაზრდა ქალი სახლში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა, ბავშები თავდასხმის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. ბინის მეპატრონე კი ყვება, რომ ყოფილი მეუღლე ქალზე სისტემატურად ძალადობდა, დახმარების თხოვნით დაზარალებულმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახური ძალადობის საფუძველზე ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებული ბრალს აღიარებს. 

წყარო: რუსთავი 2