პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის ქართველებიც მოხვდნენ

2018-01-12 20:19:42
963

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა.მათ შორის მომღერალი დიანა ღურწკაია, ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე და კარდიოქირურგი ლეო ბოკერია არიან.

პუტინის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარის განმარტებით, ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი გაიზრდება და ხუთასს მიაღწევს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.