თბილისის საკრებულომ "თაბორი რიზორთისა" და "თბილისი სითისთვის" მიწების გადაცემას მხარი დაუჭირა

2017-10-10 17:13:44
903

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, თბილისის საკრებულომ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული კომპანიების - "თაბორი რიზორთისა" და "თბილისი სითისთვის" მიწების 1 ლარად გადაცემას მხარი დაუჭირა.

ამ გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს 31-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ ორმა მისცა ხმა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

ამ კომპანიებისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემას მხარი საკრებულოს 29 წევრმა დაუჭირა, სამმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს რიგი ოპოზიციონერი დეპუტატები დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრნენ. ისინი შენობაში არ შეუშვეს, ისევე, როგორც პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელიც ივანიშვილთან აფილირებული კომპანიებისთვის მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემას დილიდამ საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე აქციით აპროტესტებდნენ.