ცხინვალის რეგიონში 1,5 ათასი რუსი სამხედროს მონაწილეობით წვრთნები დაიწყო

2017-01-25 14:11:28
1149

ოკუპირებულ ე.წ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული 1,5 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე შეუდგა წვრთნებს, რომლის ფარგლებშიც საბრძოლო ტექნიკის მართვას დახვეწს უპილოტო საფრენი აპარატების მონაწილეობით.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს–სამსახურში განუცხადეს.

რუსული სამხედრო ბაზის პოლიგონ „ძარცემზე“ მიმდინარე წვრთნებში „ზასტავას“ „გრანატის“, „ორლანის“ და „ლეერის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება.

გეგმის თანახმად, რუსი სამხედროები საბრძოლო ტექნიკისა და სასროლი იარაღის გამოყენების უნარ–ჩვევებს დახვეწენ.

გადა ამისა, დაგეგმილია პირობითი მოწინააღმდეგის ობიექტებზე დამიზნებითი ცეცხლის, დაზვერვის, სამეთაურო შტაბთან კავშირზე გასვლის, საბრძოლო ტექნიკის მართვის უნარ–ჩვევების დახვეწა, – იუწყება „რია ნოვოსტი“.