ბედუკაძე: ინაშვილო და თარხნიშვლო თქვენი უნამუსო ტყუილების დრო დასრულდა, ეხლა მე ვიწყებ!

2016-08-30 00:59:38
62526

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემა არჩევანში მისი და ლადო ბედუკაძის ურთიერთობაზე ღიად ისაუბრა და თქვა, რომ ბედუკაძის მიერ მოპოვებულ კადრების სანაცვლოდ თანხა გადახდილი იყო, თუმცა ირმა ინაშვილი ამას გადაღებული მასალის ყიდვად არ აფასებს.

„კადრების გავრცელების სანაცვლოდ იყო მისი ქვეყნიდან გამგზავრება და ოჯახის დაცვა მატერიალურად უზრუნველყოფილი. თქვენ თუ გინდათ ამას ყიდვა დაარქვით,“ – განაცხადა ირმა ინაშვილი.

აქვე გადაცემა არჩევანში დავით თანხან-მოურავმა განმარტა, რომ ლადო ბედუკაძესთან ქართულ ოცნებას კავშირი არ ქონია და კადრები სწორედ პატრიოტთა ალიანსმა მოიპოვა, შესაბამისად ლადო ბედუკაძეს გარანტია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ არ ჰქონია.
ირმა ინაშვილის განცხადებას ვლადიმერ ბედუკაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა-“ინაშვილო და თარხნიშვლო თქვენი უნამუსო ტყუილების დრო დასრულდა, ეხლა მე ვიწყებ!”-წერს ბედუკაძე.